საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა, რომელიც .გე დომენური ზონის ადმინისტრატორია საქართველოში, 2016 წლის 20 იანვრიდან დაიწყო .გე დომენის წინასწარი რეზერვირება.
.გე დომენური სახელების რეზერვაციის განაცხადების მიღება მოხდება 2016 წლის 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 8 აგვისტომდე მოხდება მიღებული განაცხადების განხილვა.
აღნიშნულ პერიოდში გამოვლენილი უზუსტობების შესახებ განაცხადის შემომტან პირებს გაეგზავნებათ შეტყობინება ელ.ფოსტაზე.
ასევე აღნიშნულ პერიოდში მოხდება დადებითი ან უარყოფი პასუხის გაცემა კონკრეტული დომენური სახელის რეზერვაციასთან დაკავშირებით, რაც ასევე ეცნობებათ განაცხადის შემომტან პირებს ელ.ფოსტის მეშვეობით.
2016 წლის 8 აგვისტოდან დაიწყება .გე დომენური სახელების ღია რეგისტრაცია, რა დროსაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება თავისუფალი დომენური სახელის შეძენა.
წინასარეგისტრაციო პერიოდში შესაძლებელია
სახელმწიფო საჭიროებისათვის დომენური სახელების რეზერვირება შესაძლებელია შემდეგი პრინციპით:
შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ მოითხოვონ ზემოთ განმარტებული პრინციპის მიხედვით დომენური სახელების უვადო რეზერვაცია.
უვადო რეზერვაცია აითვლება ღია რეგისტრაციის დაწყების მომენტიდან, რა დროსაც პირველი 1 წლის უვადო რეზერვაციით სარგებლობა იქნება უფასო, ხოლო ყოველი მომდევნო 1 წლის ვადით რეზერვაციის გაგრძელების საფასური განისაზღვრება - 20 ლარით.
სავაჭრო ნიშნის მფლობელთათვის წინასწარი რეზერვაციის რეჟიმში, სავაჭრო ნიშნის მფლობელობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენის საფუძველზე, ხდება შესაბამისი .გე დომენის უვადო რეზერვაცია.
უვადო რეზერვაცია აითვლება ღია რეგისტრაციის დაწყების მომენტიდან, რა დროსაც პირველი 1 წლის უვადო რეზერვაციით სარგებლობა იქნება უფასო, ხოლო ყოველი მომდევნო 1 წლის ვადით რეზერვაციის გაგრძელების საფასური განისაზღვრება - 20 ლარით.
სავაჭრო ნიშნის მფლობელებს უფლება აქვთ დაარეზერვონ როგორც სავაჭრო ნიშნის ქართული რეპლიკა, ასევე, ბრენდის დაცვის მიზნით, ტრანსლიტერაციის მიხედვით მათთვის სასურველი დომენური სახელი, სავაჭრო ნიშნის სერთიფიკატში მოცემული ვარიაციების მიხედვით.
სავაჭრო ნიშნის გასხვისების შემთხვევაში, რეგისტრაციის უფლება გადაეცემა სავაჭრო ნიშნის მიმდინარე მფლობელს, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
.ge დომენურ ზონაში დომენის მფლობელს აქვს უფლება მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული დომენის ქართულენოვანი რეპლიკის ვადიანი რეზერვაცია (ღია რეგისტრაციის დაწყებიდან 1 წლის ვადით)
წინასწარი რეზერვაციის პროცესს ახორციელებს უშუალოდ .გე დომენის ადმინისტრატორი.
წინასწარი რეზერვაციების დასრულებისთანავე, რეგისტრცია შესაძლებელია ასევე განხორციელდეს ადმინისტრატორის მიერ აკრედიტებული რეგისტრატორების მიერ, რომელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. აკრედიტრაციის ზუსტი პირობები გამოქვეყნდება ადმინისტრატორის ვებსაიტზე აკრედიტაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
წინასწარი რეგისტრაციის პერიოდის დასრულებისთანავე, .გე ზონის დომენების რეგისტრაცია ხდება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისათვის როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების რეზიდენტთათვის.
ღია რეგისტრაციის დაწყების შემდეგ, რეგისტრირებულ .გე ზონის დომენებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა მოხდება სასამართლოს წესით.
წინასწარი რეზერვაციის პერიოდის გასვლის შემდეგ, .გე დომენების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში ვებსაიტზე რეგისტრაცია.გე, ასევე აკრედიტებულ რეგისტრატორებთან.
დომენური სახელის პირველადი რეგისტრაციისა და შემდგომი ყოველწლიური რეგისტრაციის გაგრძელების ღირებულებაა 30 ლარი.
2 სიმბოლოიანი სახელის პირველადი რეგისტრაციისა და შემდგომი ყოველწლიური რეგისტრაციის გაგრძელების ღირებულებაა 900 ლარი
შენიშვნა:
Powered by WHMCompleteSolution